
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მწერალ, ლაშა ბუღაძეს გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან წერილი გაუგზავნა. ა ამის შესახებ ინფორმაციას ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ლაშა გენიალურო მივიღე შენი წიგნები და უნდა ჩავუჯდე ახლა ბოლომდე შენს ს წერილს შემოვინახავ, როგორც უძვირფასეს რელიკვიას ჩემი არქივისთვის. გული გამითბო ამ წერილმა და პათეტიკის გარეშე ფრთები შემასხა ხვალინდელი პროცესისთვის.
ძმური სამალის და მადლიერებით“,- წერს მიხეილ სააკაშვილი ლაშა ბუღაძეს.
ცნობისთვის, 2 დეკემბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ პიჯაკების საქმეს განიხილავენ. სასამართლო მსვლელობის პარალელურად, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა აქცია დააანონსეს.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები






















