
ბოჭორიშვილის კლინიკაში მყოფი ბავშვების მდგომარეობა კარგია და ისინი თავს კარგად გრძნობენ. ამის შესახებ ბოჭორილშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში კრიტიკული პაციენტი არ ჰყავთ.
„დღეს ახალი შემთხვევა არ გვაქვს. ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 46 პაციენტი, აქედან 13 -ია დადასტურებული. აქედან არასრულწლოვანია 6, ერთი პაციენტი რჩება საყურადღებო.
ამ დროისთვის ჩვენ კრიტიკული პაციენტი არ გვყავს, არის საყურადღებო პაციენტი, მაგრა კრიტიკული არა.
ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, განსაკუთრებით ბავშვები თავს გრძნობენ კარგად.
გამოჯანმრთელებულებს ველოდებით, ტარდება განმეორებითი კვლევები, მაგრამ ჯერ დადასტურებული პასუხები არ გვაქვს“,- განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
მისივე თქმით, არის შიდაგავრცელების შემთხვევები, მაგრამ ყველას წყარო ცნობილია.
„შიდაგავრცელება არის, მაგრამ ყველას წყარო ცნობილია. თითქის ყველა მოდის თვითიზოლაციიდან და ძირითადად მათი ოჯახის წევრები არიან უფრო ადრე დაინფიცირებულები“,- აღნიშნა მან.
ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 208 შემთხვევაა დაფიქსირებული.
გარდაცვლილია 3 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებული 46.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები






















