11:23 | 2021-12-02 ავტორი: Prime Time

სააკაშვილის პროცესის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება დღეს არ იქნება – მოსამართლის გადაწყვეტილება

სააკაშვილის პროცესის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება დღეს არ იქნება – მოსამართლის გადაწყვეტილება

სააკაშვილის პროცესის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება დღეს არ იქნება. გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა მიიღო. ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.

 

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს დაესწრება საზოგადოებრივი მაუწყებელი, გადაიღებს და მასალას ისე გაავრცელებს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომას დაესწრება თავად ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც.

 

ბრალდებული ექსპრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ საქმე სასაცილოა და ყველა პრეზიდენტს აქვს უფლება ჰქონდეს ხარჯი.

 

რა ხდება საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის პროცესი უნდა დაიწყოს
2021-12-02რა ხდება საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის პროცესი უნდა დაიწყოს

 

პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვაზე.

 

აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11 წლამდე ითვალისწინებს.

 

გამოძიების ინფორმაციით, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 2009 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებითა და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორციელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ უკანონოდ მიენიჭა.

ავტორი: Prime Time

X