10:47 | 2021-12-03 ავტორი: Prime Time

67 გარდაცვლილი და 4 100  ინფიცირებული – 3 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა

67 გარდაცვლილი და 4 100  ინფიცირებული – 3 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 749 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 223 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 526 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 100 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 857 933-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.92%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.75% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.39%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 397 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 799 850.

 

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 67 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 258 პირი ემსხვერპლა.

 

ავტორი: Prime Time

X