
„პირადად მაქვს გამოცდილება და განათლება კონსტიტუციურ სამართალში და მიმუშავია სხვადასხვა ადგილას კონსტიტუციის შექმნის პროცესში დავხმარებივარ“,- ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა პარტია “ქართული ოცნბის“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს რომლის თქმითაც, თავად არის კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი, ხოლო კეი დეგნანი არა არის ექსპერტი.
მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა არის საქართველოსთვის საუკეთესო.
“პატივს ვცემ ბატონ ირაკლი კობახიძის ცოდნას და საექსპერტო გამოცდილებას, ასევე, სხვა ბევრი კონსტიტუციონალისტის ცოდნას და გამოცდილებას, ვისაც შევხვედრივარ და მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მართლაც გაუმართლა, რომ ძალიან ბევრი განათლებული კონსტიტუციონალისტი და იურისტი ჰყავს.
ასევე, მეც პირადად მაქვს გამოცდილება და განათლება კონსტიტუციურ სამართალში და მიმუშავია სხვადასხვა ადგილას კონსტიტუციის შექმნის პროცესში დავხმარებივარ. გამიკეთებია სხვადასხვა კონსტიტუციის შედარებითი ანალიზი, მნიშვნელოვანი ასპექტები და ასე შემდეგ. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაზე და მაგალითზე მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოსთვის საუკეთესო,” – ამბობს კელი დეგნანი.
ცნობისთვის, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საარჩევნოდ 5%-იანი ბარიერის დატოვება, არაა გზა მრავალფეროვანი პარლამენტისკენ და ყველაფრის ერთი პარტიის მიერ მართვა უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს აჩენს.
საპასუხოდ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 2%-ანი და კიდევ უფრო დაბალი ბარიერი ევროკავშირის მხოლოდ ორ ქვეყანაში მოქმედებს და არცერთ სხვა ქვეყანაში არ ყალიბდება ერთპარტიული ტირანია. მისივე თქმით, კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი თავად არის, ხოლო კელი დეგნანი არ არის ამ საქმის ექსპერტი.






















