13:03 | 2021-12-04 ავტორი: Prime Time

VIDEO: დააკავეს პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელს დროშის ტარით თავის არეში დაზიანება მიაყენა

VIDEO: დააკავეს პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელს დროშის ტარით თავის არეში დაზიანება მიაყენა

შსს-მ 1974 წელს დაბადებული კ. ქ. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავა.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე კ. ქ. თავს დაესხა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს და დროშის ტარით თავის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენა.

 

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

 

ამავე დღეს, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით 4 პირია დაკავებული.

 

ნახეთ კადრები, როგორ ესხმიან თავს აქციის მონაწილეები სამართალდამცველს ⇓

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X