
თბილისში 15 წლის მოზარდის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, შემთხვევა ლიახვის ქუჩის მიმდებარედ მოხდა, დაჭრილი მერვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა. შემთხვევის ადგილის ახლოს მოკლულის, დ.კ.-ს დედა მუშაობდა და მოზარდი მასთან იყო მისული.
შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ასევე დაგაინტერესებთ:






















