
თბილისში 15 წლის მოზარდის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც ადგილობრივები „რუსთავი 2“-თან საუბარში ყვებიან, კონფლიქტი მოზარდებს შორის რამდენიმე დღის წინ დაიწყო.
ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, დაპირისპირება მოზარდებს შორის, გოგონას გამო დაიწყო.
ნახეთ იმავე თემაზე: მოკლული დედასთან, სამსახურში იყო მისული – სანზონაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
შემთხვევა ლიახვის ქუჩის მიმდებარედ მოხდა, დაჭრილი მერვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ასევე დაგაინტერესებთ:






















