
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კორონავირუსის საფრთხეებიდან გამომდინარე საზოგადოებას პირბადის ტარებასა და ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
მისი თქმით, ახალი შემთხვევების რაოდენობა და კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება.
“ახალი შემთხვევები რჩება ძალიან მაღალ ნიშნულზე. ყველაზე მძიმე ინდიკატორი, როგორიც არის სიკვდილიანობა, კვლავ მაღალია. დეკემბერში ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და დავიცვათ ყველა რეკომენდაცია. ამ სირთულეს წელში გატეხავს მხოლოდ ორი რამ – პირბადის უნივერსალური ტარება, როგორმე უნდა გავზარდოთ და მეორე, მოგეხსენებათ, ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ვაქცინაციის ტემპის გაზრდა,”-აცხადებს ამირან გამყრელიძე.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 410 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 732 პაციენტი. გარდაიცვალა 46 ადამიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
- 6 მანდარინი, 6 ფორთოხალი – ნახეთ როგორ შევხვდეთ ახალ წელს, რომ ოჯახში ფინანსური წარმატება მოვიზიდოთ?






















