
თბილისში, სანზონაში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ლ.ი. ადვოკატმა მოინახულა. უფლებადამცველის განცხადებით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
„დღეს ჩავერთე, მასალები ჯერ არ გადმომცემია, განცხადებით მივმართე გამოძიებას. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. უცნობია, სად დააკავეს. კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა გოგა ბოგვერაძემ.
შეგახსენებთ, 4 დეკემბერს სანზონაში 15 წლის მოზარდი მოკლეს. მოკლლული დავით კრავეიშვილია. ერთ-ერთი ვერსიით, მოზარდებს შორის კონფლიქტი გოგოს გამო დაიწყო. მიყენებული დაზიანების შედეგად დავითი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ადგილობრივების თქმით, დაპირისპირება ავტოფარეხებთან დაიწყო, შემდეგ კი კრავეიშვილმა გაქცევა სცადა, მას სხვა მოზარდები გაედევნენ და დანით მიაყენეს დაზიანებები. მოკლული დედასთან, სამსახურში იყო მისული.
პოლიციამ 16 და 17 წლის არასრულწლოვნები ცხელ კვალზე დააკავა.
ასევე დაგაინტერესებთ:
- 6 მანდარინი, 6 ფორთოხალი – ნახეთ როგორ შევხვდეთ ახალ წელს, რომ ოჯახში ფინანსური წარმატება მოვიზიდოთ?






















