
საქართველოში უამრავი მოქალაქე ყიდულობს სხვადასხვა პროდუქტს ჩინეთში, ისეთ ონლაინ მაღაზიებში როგორიცაა „ალიბაბა“, „ალიექსპრესი“, „ტაობაო“ თუ სხვ.
ამ დრომდე თუკი სახმელეთო გზავნილების გამოგზავნის ვადა რამდენიმე თვე იყო, ახლა პერიოდი საგრძნობლად შემცირდა.
თუკი ჩინეთიდან ამანათის გამოწერას გადაწყვეტთ, სატვირთო მატარებლის მეშვეობით იგი თბილისში 10-12 დღეში ჩამოვა.
4 დეკემბერს, განსუს პროვინციის ქალაქ უვეიდან, საქართველოს მიმართულებით პირველი რეგულარული სარკინიგზო-საკონტეინერო მატარებელი გაემგზავრა.
სატვირთო მატარებლის საბოლოო დანიშნულების ადგილია თბილისი, სადაც ტვირთი 10-12 დღეში ჩამოვა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვებს რეგულარული ხასიათი მიეცემა როგორც საქართველოს, ისე ევროპის სხვა ქვეყნების მიმართულებითაც.
უწყების ცნობით, საქართველოს მიმართულებით პირველი სატვირთო მატარებლის გამგზავრებასთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ.
ასევე დაგაინტერესებთ:
- 6 მანდარინი, 6 ფორთოხალი – ნახეთ როგორ შევხვდეთ ახალ წელს, რომ ოჯახში ფინანსური წარმატება მოვიზიდოთ?























