
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, იუსტიციის სახლის თბილისის ფილიალი ამ დრომდე არ არის ექსპლუატაციაში მიღებული.
ამის შესახებ აუდიტის სამსახურის იუსტიციის სამინისტროს კონსოლიდირებული ანგარიშგების აუდიტის ანგარიშის სარეკომენდაციო წერილშია აღნიშნული.
წერილში ნათქვამია, მიზეზი, რის გამოც იუსტიციის სახლის თბილისის ფილიალი არ არის მიღებული ექსპლუატაციაში, არის მშენებლობის შეთანხმებულ პროექტთან შეუსაბამობა:
„იუსტიციის სახლის თბილისის ფილიალი, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად 2012 წლიდან ფუნქციონირებს, არ არის ექსპლუატაციაში მიღებული. არ არის აღმოფხვრილი შენობის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ყველა ხარვეზი“.
აუდიტის სამსახური იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებს:
„შენობის ექსპლუატაციაში მიღების პრობლემის აღმოფხვრის, ფაქტობრივ სარგებლობასთან და სწორად აღრიცხვასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების მიზნით, იუსტიციის სახლმა შეადგინოს დროში გაწერილი გეგმა იუსტიციის სახლის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ყველა ხარვეზის/ნაკლოვანების იდენტიფიცირებისა და გამოსწორების მიზნით“.
ასევე დაგაინტერესებთ:
- 6 მანდარინი, 6 ფორთოხალი – ნახეთ როგორ შევხვდეთ ახალ წელს, რომ ოჯახში ფინანსური წარმატება მოვიზიდოთ?























