23:51 | 2021-12-05 ავტორი: Prime Time

„ეს რა მიქენი, შენი გაზრდილი ვიყავი, შენ მასწავლე სიმღერები… შენც დამტოვე?” – ნინი შერმადინი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

„ეს რა მიქენი, შენი გაზრდილი ვიყავი, შენ მასწავლე სიმღერები… შენც დამტოვე?” – ნინი შერმადინი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მომღერლის ცნობით, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, რომელიც მას სიმღერებს ასწავლიდა.

 

“თამრი ეს რა მიქენი …. შენი გაზრდილი ვიყავი… შენ მასწავლე სიმღერები… შენც დამტოვე? წადი ჩაგიხუტებს გულში შენი ძმა და რძალი, იქ უკეთესია ალბათ ჩემო ლამაზო. შენ ისეთი სუფთა ხარ სამოთხის კარი ღიაა უკვე შენთვის.

 

მიყვარხარ ძალიან და ილოცე მაქედან ჩემთვის, რომ მეც როცა იქნება ჩემი ჯერი გნახოთ იქ სადაც ყველაფერი ლამაზია, დედა და მამა დამიკოცნე, მიყვარხარ და შეხვედრამდე” – წერს ნინი შერმადინი.

 

მომღერალი ამავე პოსტის კომენტარში აღნიშნავს, რომ გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსული ინფექცია გახდა.

 

ასევე ნახეთ: ყველა ტიროდა – ექვსი წლის უნახავმა დედამ შვილს სიურპრიზი მოუწყო

 

ავტორი: Prime Time

X