14:30 | 2021-12-07 ავტორი: Prime Time

„ამაშიც არ გაგვიმართლა“ – რა ინფორმაციას ავრცელებს ბიძინა კულუმბეგოვი

„ამაშიც არ გაგვიმართლა“ – რა ინფორმაციას ავრცელებს ბიძინა კულუმბეგოვი

სამწუხაროდ, ჯოგური იმუნიტეტის საკითხი დიდი კითხვის ქვეშაა თორე პირველები დავასრულებდით პანდემიას მსოფლიოში, ამაშიც არ გაგვიმართლა, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.

 

„1 მილიონ მოსახლეზე დაავადებულთა რიცხვი – 218 ათასი (მე-5 ადგილი პლანეტაზე), რამდენიმე ჯუჯა სახელწიფოა მხოლოდ ჩვენს წინ. 1 მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რიცხვი – 3119 (მე-8 ადგილი პლანეტაზე)

 

ისეთი პირი უჩანს, მალე ვიქნებით ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ბუნებრივად გადატანილი იმუნიტეტის მქონე ადამიანი იქნება, სამწუხაროდ, ჯოგური იმუნიტეტის საკითხი დიდი კითხვის ქვეშაა თორე პირველები დავასრულებდით პანდემიას მსოფლიოში, ამაშიც არ გაგვიმართლა“, – ვკითხულობთ კულუმბეგოვის ფეისბუკ-პოსტში.

ავტორი: Prime Time

X