14:38 | 2021-12-08 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

შემზარავი ტრაგედია – სამართალდამცველებმა და-ძმა გარდაცვლილი იპოვნეს (საბერძნეთი)

შემზარავი ტრაგედია – სამართალდამცველებმა და-ძმა გარდაცვლილი იპოვნეს (საბერძნეთი)

შემზარავი ტრაგედია დატრიალდა საბერძნეთში. ათენში, ნეა ირაკლიოს ტერიტორიაზე ბინაში, და-ძმა გარდაცვლილები იპოვეს.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალგაზრდების ცხედრები მათმა მესამე დედმამიშვილმა იპოვა და პოლიცია გამოიძახა. შემთხვევის ადგილას აღმოჩენილია მკვლელობის იარაღი.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ძმა ჯერ და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

 

მეზობლები გარდაცვლილებს დადებითად ახასიათებენ, თუმცა რა გახდა ტრაგედიის მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

 

აქვე ნახეთ: ვანდალიზმი თბილისში – მოქალაქემ ბუჩქი მოიპარა

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X