22:04 | 2021-12-09 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ქართველი კრიმინალური „ავტორიტეტი“ ბოლო ერთ წელში უკრაინაში მესამედ დააკავეს

ქართველი კრიმინალური „ავტორიტეტი“ ბოლო ერთ წელში უკრაინაში მესამედ დააკავეს

ქართველი კრიმინალური „ავტორიტეტი“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკრაინაში მესამედ დააკავეს.

VIDEO: თბილისში გზიდან ბუჩქი მოიპარეს
2021-12-09VIDEO: თბილისში გზიდან ბუჩქი მოიპარეს

თორნიკე ნაგლაძე, მეტსახელად „ინვალიდი“ ოდესაში 30-ზე მეტ სისხლის სამართლის საქმეზეა პასუხისმგებელი. უკრანული გამოძების ინფორმაციით, ნაგლაძის დაჯგუფებამ გაძარცვა და დააყაჩაღა ათეულობით უკრაინული ოჯახი, წაღებულია დიდი ოდენობით თანხა, ძვირფასეულობა და სეიფებიც კი.

 

ქართველი ავტორიტეტის სახელი ფიგურირებს 2018 წელს ცნობილი უკრაინელი სამოქალაქო აქტივისტის მკვლელობის მცდელობაშიც

 

უკრაინული მედია წერს, რომ თორნიკე ნაგლაძე ცნობილი ქართველი „კანონიერი ქურდის“, მინდია გორაძის, იგივე ლავას ოღლის უახლოესი გარემოცვის წევრია და სწორედ ლავას ოღლიმ დანიშნა ოდესის კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელად.

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X