20:59 | 2021-12-10 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ტიკარაძე პირველად პასუხობს კითხვას, ჰქონდა თუ არა პრემიერთან დაპირისპირება

ტიკარაძე პირველად პასუხობს კითხვას, ჰქონდა თუ არა პრემიერთან დაპირისპირება

„პასუხი არის მხოლოდ ერთი, დაპირისპირება ჩემსა და პრემიერს შორის არ ყოფილა“ – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, მისი და ირაკლი ღარიბაშვილის თანამშრომლობა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გაგრძელდება.

 

„არ შეიძლება, პროფესიული საქმიანობის დროს საკუთარი აზრის დაფიქსირება გადაითარგმნოს, როგორც სკანდალი, ან დაპირისპირება.

 

აქედან გამომდინარე, პასუხი არის მხოლოდ ერთი, დაპირისპირება ჩვენ შორის არ ყოფილა, ჩვენ ერთად ვიქნებით ისევ პოლიტსაბჭოში, ისევ გვექნება თანამშრომლობა და ამას საზოგადოება მომავალშიც დაინახავს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „იმედთან“

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X