
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მაგდა პაპიძის სარჩელი არ განიხილა.
მაგდა პაპიძე საქართველოს წინააღმდეგ – შვილისა და მეუღლის მკვლელობაში მსჯავრდებული ქალის სარჩელში საუბარი იყო უმძიმეს ფაქტებზე, თუ როგორ აწამებდნენ დაკავებულს დიდი დიღმის განყოფილების პოლიციელები, წინასწარო მოთავსების იზოლატორში გადაყვანამდე და როგორ უსწორდებოდნენ ფიზიკურად, რამაც დაკავებულის ორსულობის შეწყვეტა გამოიწვია.
სასტიკ მკვლელობაში მსჯავრდებული ქალის დედის თქმით, არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ორსული მაგდა სასტიკად იყო ნაცემი, რომლის დროსაც დაუზიანდა სხვადასხვა ორგანოები, რაც ასევე გახდა მუცლის მოშლის მიზეზი. თუმცა როგორც პაპიძის დედა „რუსთავი 2-თან“ განმარტავს, საქმის მასალების დაგვიანების გამო სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიღებული სარჩლი არ განიხილა.
„ჩვენ ექსპერტიზის დასკვნაც კი გვაქვს ცემის ფაქტებთან დაკავშირებით. დაგვიანებით მოხდა ამ მასალების გადაგზავნა 6 თვე იყო განსაზღვრული ვადა, რომელ ვადაშიც უნდა გადაგზავნილიყო. სპეციალურად დააგვიანა პროკურატურამ მასალების გადმოგზავნა, მაგრამ სხვა ადვოკატმა დაგვიანების მიუხედავად მაინც გაგზავნა. თუმცა დაგვიანების გამო უარი მოგვივიდა.
ჩვენ ნამდვილად გვაქვს ის საბუთები, რომ მაგდა ნაცემი იყო, თანაც ამ პერიოდში ორსულად იყო და არსებობს ექსპერტიზის დასკვნა ექიმის ხელმოწერით“, – განაცხადა მაგდა პაპიძის დედამ „რუსთავი 2-თან“ საუბრისას.























