11:52 | 2021-12-11 ავტორი: Prime Time

Video: ვინ არის “პაპარაცი”, რომელმაც ქართველი პოლიტიკოსის სიმღერა ჩუმად გადაიღო

Video: ვინ არის “პაპარაცი”, რომელმაც ქართველი პოლიტიკოსის სიმღერა ჩუმად გადაიღო

სოციალურ ქსელში პოლიტიკოს თაკო ჩარკვიანისა და ბიზნესმენ ჯონი გიგანის შვილი, პიანისტი ირმა გიგანი ოჯახურ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თაკო ჩარკვიანი როიალზე უკრავს და ცნობილ სიმღერას ასრულებს.

 

“ჩუმად ჩაწერილი – დედა- სახლი- ჩვენი ბებერი როიალი” – წერს ირმა გიგანი.

 

ამავე პოსტის კომენტარების ველში ირმა გიგანს თავად თაკო ჩარკვიანი ასე პასუხობს:

 

“ესე იგი, სახლშიც არ “მომასვენა” ამ პაპარაცმა ჩემმა შვილმა, რაც ჩამოვიდა და ყირაზე დაგვაყენა მე და მამამისი” – წერს ჩარკვიანი.

 

ავტორი: Prime Time

X