23:47 | 2021-12-11 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

დღეს დილეგში, პრაქტიკულად, სიკვდილმისჯილი ვიმყოფები – მიხეილ სააკაშვილი

დღეს დილეგში, პრაქტიკულად, სიკვდილმისჯილი ვიმყოფები – მიხეილ სააკაშვილი

„მახსოვს, 2008 წელს, ბუქარესტის ნატო-ს სამიტზე, ბრიტანეთის პრემიერმა, გორდონმა თქვა: “უკრაინამ და საქართველომ მიიღეს უფრო მეტი, ვიდრე “მაპი”. საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები” – ეს არის ის ჩანაწერი, რაც ჯორჯ ბუშმა, კაჩინსკიმ და მე, მთელი ღამე მოლაპარაკებების შედეგად გამოვგლიჯეთ მერკელს, რომელმაც დიდი კამათის მერე მოიფიქრა ფორმულირება”,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

“​გახსოვთ, როგორ დაგვცინოდნენ პრორუსები “მაპზე უკეთესი მივიღეთო”, ახლა დღეს ხომ დადასტურდა, რომ ეს რუსეთისთვის ძალიან საშიში ფორმულირებაა.

 

“მაპი” არაა გარანტია წევრობის და არის ფორმულირება. მე, ვინც, გადამწყვეტი როლი ვითამაშე ამ ფორმულირების მიღებაში, დღეს დილეგში პრაქტიკულად სიკვდილმისჯილი ვიმყოფები ამის გამო”, – წერს სააკაშვილი.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X