13:15 | 2021-12-13 ავტორი: Prime Time

ჩინეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ იმატა

ჩინეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ იმატა

გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 101  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

ქვეყნის ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, დაფიქსირებული ახალი შემთხვევებიდან 80 ადგილობრივი ინფექციაა. დანარჩენი კი იმპორტირებულია.

ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

 

ჩინეთში კორონავირუსის 17 უსიმპტომო შემთხვევაც დაფიქსირდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსს 4,636 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავტორი: Prime Time

X