16:31 | 2021-12-13 ავტორი: ნინი ტაველიძე

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამით პირველი ადამიანი გარდაიცვალა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამით პირველი ადამიანი გარდაიცვალა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამით პირველი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

 

ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

„სამწუხაროდ, დღეს კოვიდის ომიკრონი ვარიანტით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ადამიანებმა უნდა შეწყვიტონ ზერელე დამოკიდებულება ამ შტამის მიმართ და სიტუაციას სერიოზულად შეხედონ“,- განაცხადა ჯონსონმა.

 

ბორის ჯონსონმა მოსახლეობას ვაქცინაცინის ბუსტერ დოზის გაკეთებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

 

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამჟამად საავადმყოფოში კოვიდის ომიკრონი შტამით ინფიცირებული  სულ 10 პაციენტი იმყოფება.

ავტორი: ნინი ტაველიძე

X