11:28 | 2021-12-14 ავტორი: Prime Time

WHO-მ დაასახელა 3 ძირითადი ფაქტორი, რაზეც „ომიკრონის” საფრთხე იქნება დამოკიდებული

WHO-მ დაასახელა 3 ძირითადი ფაქტორი, რაზეც „ომიკრონის” საფრთხე იქნება დამოკიდებული

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, „ომიკრონთან“ დაკავშირებული საერთო რისკი კვლავ მაღალია. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

 

„რიგი მიზეზების გამო, „ომიკრინის“ ახალ ვარიანტთან დაკავშირებული საერთო რისკი ძალიან მაღალი რჩება. წინასწარი მტკიცებულებები პოტენციურ ჰუმორალურ იმუნურ გარღვევასა და გადაცემის მაღალ მაჩვენებლებს ცხადყოფს, რამაც შეიძლება შემთხვევების შემდგომი მატება გამოიწვიოს. რისკის შეფასება განახლდება, როგორც კი მეტი ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ „ომიკრონის“ საერთო საფრთხე სამ ძირითად ფაქტორზეა დამოკიდებული:

 

  • რამდენად გადამდებია აღნიშნული ვარიანტი

 

  • რამდენად კარგ დაცვას უზრუნველყოფენ ვაქცინები და გადატანილი ინფექცია ინფექციისგან, გადაცემისგან, კლინიკური დაავადებებისა და სიკვდილისგან

 

  • რამდენად გადამდებია „ომიკრონი“ სხვა ვარიანტებთან შედარებით
ავტორი: Prime Time

X