00:46 | 2021-12-15 ავტორი: Prime Time

ვინ შეცვლის ეკატერინე ტიკარაძეს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე

ვინ შეცვლის ეკატერინე ტიკარაძეს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატებში ფავორიტები გამოიკვეთნენ. დღეს ყველაზე ხშირად ისმის არჩილ თალაკვაძის სახელი და გვარი. უკვე დაიწყო მისი შეფასებებიც. ექიმები С ჰეპატიტის პროგრამაში მის დამსახურებასაც იხსენებენ.

 

ჯანდაცვის მინისტრად მის შესაძლო დანიშვნაზე დასმული კითხვის საპასუხოდ ვიცე-სპიკერმა განაცხადა, რომ კანდიდატის დასახელება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.

 

ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე კანდიდატს პრემიერ-მინისტრი, სავარაუდოდ, ახალი წლის შემდეგ წარადგენს. საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ არ აქვთ ინტერესი კონკრეტული კანდიდატების მიმართ, რადგან სისტემურ ცვლილებებს არ ელოდებიან.

 

მმართველი პარტია ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე კანდიდატების შესარჩევად კონსულტაციებში მონაწილეობის მზადყოფნას გამოთქვამს – ეს ინფორმაცია დღეს პარტიის თავმჯდომარემ დაადასტურა. ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ ეკატერინე ტიკარაძე გუნდის აქტიურ წევრად რჩება.

 

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება 9 დეკემბერს გააკეთა, თუმცა ის მინისტრის მოვალეობას წლის ბოლომდე შეასრულებს.

ავტორი: Prime Time

X