08:00 | 2021-12-15 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ჯანმო: „ომიკრონით“ ხელახლა დაინფიცირების ალბათობა სხვა ვარიანტებთან შედარებით უფრო მაღალია

ჯანმო: „ომიკრონით“ ხელახლა დაინფიცირების ალბათობა სხვა ვარიანტებთან შედარებით უფრო მაღალია

„ომიკრონ“ შტამით ხელახალი დაინფიცირების ალბათობა, შესაძლოა, იყოს მაღალი სხვა ვარიანტებთან შედარებით, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინციდენტების მართვის სპეციალისტმა აბდი მაჰმუდმა განაცხადა.

 

„ჩვენ მრავალ მონაცემებს ვღებულობთ. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ვხედავთ, რომ ხელმეორედ დაინფიცირების შემთხვევები მაღალი სიხშირისაა​. თუმცა, წინასწარი მონაცემები მოწმობს, რომ „ომიკრონ“ ვარიანტით ხელმეორე დაინფიცირება მეტად შესაძლებელია, ვიდრე სხვა ვარიანტებით, მათ შორის დელტა ვარიანტით“, – განაცხადა მუჰამედმა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X