08:59 | 2021-12-15 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ღმერთო, ხომ ხედავდი, რა დღეში იყო დედიკო და მე – დიკა სალაყაია ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიაზე

ღმერთო, ხომ ხედავდი, რა დღეში იყო დედიკო და მე – დიკა სალაყაია ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიაზე

პოეტ დიკა სალაყაიას ოჯახში დატრიალებული ტრაგედიიდან რამდენიმე დღე გავიდა. მისი 6 თვის ფეხმძიმე და, ბაკო სალაყაია კორონავიურსს ემსხვერპლა, ექიმებმა ნაყოფის გადარჩენა შეძლეს.

 

პოეტის ფეისბუკ-გვერდზე მორიგი ემოციური პოსტი გამოქვეყნდა…

 

„ყველა ტკივილს რაღაც სახელი აქვს.. ამ ტკივილს არა… ეს რაღაც საშინელი და გაუსაძლისია, ყოველ წამს რომ გულში იჭრები და იწვები… ცა რომ ჩამოიქცა და მთები აზანზარდა…
შენ ხომ არასოდეს გიღალატია ჩემთვის და დედიკოსთვის… შენ ხომ არავისთვის არასოდეს გაგიცრუებია იმედი…. ჩვენ ხომ სულ ერთად ვიყავით… ახლა?!

 

ჩემი სუნთქვაშეკრული… შენი ბოლო შეხება და მოფერება იქ, რეანიმაციაში, ღმერთო, ხომ ხედავდი რა დღეში იყო დედიკო და მე… ღმერთო… ახლა შენი ერთი შეხებისთვის გავცვლიდი მთელს სამყაროს…
რატომ წახვედი… შენი სიცოცხლის სანაცვლოდ ახალი სიცოცხლე დატოვე?!

 

დედიკოს და მე?! ჩვენ…. ჩვენ როგორ გავაგრძელოთ უშენოდ დარჩენილი ეს აუტანელი ცხოვრება… ჩემი საამაყო დაიკო… ჩემი ერთადერთი… ჩემი საიმედო… ჩემი ანგელოზი… ან ეს სიმღერა რატომ ასწავლე შენს ელისას…. შენ ხომ ასეთი სევდისფერი არ იყავი?!

 

ანგელოზად ქცეულ დედიკოს უმღერის მისი შვილი“, – წერს სალაყაია სოციალურ ქსელში.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X