10:39 | 2021-12-15 ავტორი: Prime Time

სამხრეთ სუდანში უცნობი დაავადებისგან 100-მდე ადამიანი გარდაიცვალა

სამხრეთ სუდანში უცნობი დაავადებისგან 100-მდე ადამიანი გარდაიცვალა

სამხრეთ სუდანში უცნობი დაავადებისგან 89 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

 

გარდაცვლილები ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ჯონგლის შტატში ცხოვრობდნენ, სადაც რამდენიმე ხნის წინ ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წყალდიდობა მოხდა.

 

თავდაპირველად ხელისუფლება ვარაუდობდა, რომ გარდაცვალების მიზეზი ქოლერა გახდა, თუმცა კვლევებით ეს არ დადასტურდა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რეგიონში სწრაფი რეაგირების ჯგუფი გაგზავნა, რომელიც მომხდარს შეისწავლის და დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებულ რისკებს შეაფასებს.

ავტორი: Prime Time

X