
ვაზიანის სამხედრო დასახლებაში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა. არსებული ინფორმაციით, კაცმა მათ ჭრილობები ყელის არეში ცივი იარაღით მიაყენა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს. შემთხვევა გუშინ მოხდა.






















