14:05 | 2021-12-15 ავტორი: Prime Time

„ჩემი ბედი წყდება“ – კობიაშვილი „გუდაურის საქმეზე“ მიმართვას ავრცელებს

„ჩემი ბედი წყდება“ – კობიაშვილი „გუდაურის საქმეზე“ მიმართვას ავრცელებს

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ბრალდებული მერაბ კობიაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

 

„მეგობრებო, ნაცნობებო და სრულიად უცნობო ადამიანები, ვინც ამდენი ხანის განმავლობაში მედექით გვერდში მიდნდა პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ხვალ 16 დეკემბერს გორის რაიონულ სასამართლოში წყდება ჩემი ბედი 16-20 წელი პატიმრობა, (ჩემთვის იგივე რაც დახვრეტა) რასაც პროკურატურამ და თავის ცრუ მოწმეებმა უკვე მოაწერეს ხელი.

 

ასევე მინდა სამხედროებს და ყოფილ სამხედროებს მოგმართოთ, ვისაც იარაღი გიჭირავსთ ხელში, პირველი მტერი პროკურატურაა თუ 5-ჯერ გცემეს, კიდე მოდიან საცემად, იარაღს ამოიღებ და წართმევას ცდილობენ გაწირულები იქნებით პროკურატურისგან,“ – წერს მერაბ კობიაშვილი.

 

შეგახსენებთ, 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს.

 

კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ცემის მუხლით. ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

 

ავტორი: Prime Time

X