
მას შემდეგ, რაც მომღერალი ლოლა წერეთელი გიორგი წერეთელს დაშორდა, მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად და იქ ერთ-ერთ რესტორანში მღერის.
ვინ არის ლოლა წერეთლის მეორე ნახევარი – ამაზე მომღერალი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს.
„შეყვარებული ვარ და თავს ბედნიერად ვგრძნობ. ჩემი რჩეული დედით სომეხია, მამით – ფრანგი. ცხოვრობს პარიზში, თავისი ბიზნესი აქვს – ავტოიმპორტიორია, რობერტი ჰქვია.
ჩემი ოჯახური ცხოვრება თბილისში ყველას თვალწინ მიდიოდა და ხშირად განსჯის საგანი გამხდარა ჩემსა და ჩემს ყოფილ მეუღლეს შორის არსებული ასაკობრივი სხვაობა. რობერტი და მე კი თანატოლები ვართ. ორ წელზე მეტია, რაც ერთმანეთი გავიცანით. ცოტა სომხური იცის, ყურსასმენების საშუალებით ჩვენი საუბარი ჩვენთვის გასაგებ ენაზე ითარგმნება. რაც მაბარია, მე შენ მიყვარხარ იცის რუსულადაც და სომხურადაც“, – ამბობს წერეთელი.























