13:11 | 2021-12-15 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

“ვიმსჯელებთ, როგორი უნდა იყოს ჩვენი მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგია” – ოპოზიციის შეხვედრა დაიწყო

“ვიმსჯელებთ, როგორი უნდა იყოს ჩვენი მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგია” – ოპოზიციის შეხვედრა დაიწყო

„დღეს ჩვენ ვიკრიბებით იმისთვის, რომ დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, კოორდინაცია გვქონდეს ოპოზიციურ სპექტრს.

ახალ შტამს ცუნამს ადარებენ და ეს ასეა - 3-ჯერ მეტი საწოლი გახდება საჭირო - ციციშვილის ბავშვთა კლინიკის დირექტორი
2021-12-15ახალ შტამს ცუნამს ადარებენ და ეს ასეა - 3-ჯერ მეტი საწოლი გახდება საჭირო - ციციშვილის ბავშვთა კლინიკის დირექტორი

 

ჩვენს პარტიას მიაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ქვეყანაში გვყავს პოლიტიკური პატიმრები, გვყავს პოლიტპატიმარი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც განხორციელებულია ძალიან მძიმე არაადამინური მოპყრობის ფაქტები”,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა

 

„ვიმსჯელებთ იმაზე, როგორი უნდა იყოს ჩვენი მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგია, ოპოზიციური ერთობა და აზრების შეჯერება ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მსჯელობაც და პოლიტიკური დიალოგიც. ვფიქრობ, ამ ქვეყანაში დღევანდელი მოცემულობით რამხელა პოლარიზაცია და ზიზღიც არის, ეს უკავშირდება პოლიტიკას და მთლიანად “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობაა. მნიშვნელოვანია ვიპოვოთ გზები, როგორ გამოვიყენოთ ქვეყანა ამ მძიმე მოცემულობიდან”,-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X