13:49 | 2021-12-16 ავტორი: Prime Time

თუ უახლოეს მომავალში საბერძნეთში აპირებთ წასვლას ეს უნდა ნახოთ

თუ უახლოეს მომავალში საბერძნეთში აპირებთ წასვლას ეს უნდა ნახოთ

პანდემიის მეხუთე ტალღისა და „ომიკრონი“ ვარიანტის საფრთხის ფონზე, 19 დეკემბრიდან საბერძნეთი ყველა მოგზაურისგან PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენას მოითხოვს. ინფორმაციას lefigaro ავრცელებს.

VIDEO: პოლიტიკური დებატები რინგზე - ქალაქის მერმა ოპონენტი დაასისხლიანა (ბრაზილია)
2021-12-16VIDEO: პოლიტიკური დებატები რინგზე - ქალაქის მერმა ოპონენტი დაასისხლიანა (ბრაზილია)

როგორც საბერძნეთის მთავრობაში აცხადებენ, 19 დეკემბრიდან ყველა მოგზაურს, მათ შორის ვაქცინირებულებსაც ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა მოუწევთ.

 

„კორონავირუსის პანდემიის შეჩერების ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენი ქვეყანა იმ ვიზიტორებს მიიღებს, რომლებსაც ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი ექნებათ“, – ნათქვამია საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 

აღსანიშნავია, რომ ახალი რეგულაცია 19 დეკემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს

ავტორი: Prime Time

X