
მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილის ფსიქორეაბილიტაციის პროცესი საქართველოში სათანადოდ ვერ ხერხდება.
მისი თქმით, კარგი იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ მოთავსდეს ისეთ კლინიკაში, სადაც ამის გამოცდილება აქვთ.
„მეჩვენება და მაქვს შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში ამას ვერ ახერხებენ და ძალიან კარგი იქნება, რომ სააკაშვილს მიეცეს საშუალება, გავიდეს და მოთავსდეს ისეთ კლინიკაში, სადაც ამის გამოცდილება აქვთ. ჯანმრთელობის კუთხით, რასაც ვხედავ, უარყოფითი დინამიკა შეინიშნება. წონა აქვს დაკლებული. ამითაა ჩემი მოთხოვნა გამოწვეული“, – განაცხადა გიული ალასანიამ.






















