16:12 | 2021-12-16 ავტორი: Prime Time

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, მაროშ შევჩოვიჩს შეხვდა.

საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიასა და ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ჯგუფი
2021-12-16საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიასა და ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ჯგუფი "Rothschild & Co" იმუშავებს

 

ევროკომისიაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგებსა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროპული არჩევანისა და მისწრაფებების შეუქცევადობა და აღნიშნა, რომ სწორედ ამის დადასტურებაა საქართველოს მთავრობის გეგმა, 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთების შესახებ.

 

შეხვედრისას, მთავრობის მეთაურმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები, ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესი, ასევე ისაუბრეს მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო თანამშრომლობის ახალ მიმართულებებზე. მათ შორის, საუბარი შეეხო ენერგოუსაფრთხოების საკითხებს და საქართველოში განახლებადი ენერგიის წარმოების კუთხით არსებულ პოტენციალს.

ავტორი: Prime Time

X