00:49 | 2021-12-17 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„დღეს კიდევ ერთხელ გაუფასურდა თურქული“ – რას მოუტანს საქართველოს თურქეთის ეკონომიკური სტაგნაცია

„დღეს კიდევ ერთხელ გაუფასურდა თურქული“ – რას მოუტანს საქართველოს თურქეთის ეკონომიკური სტაგნაცია

ექსპერტი ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ თურქული ლირის გაუფასურება საქართველოზეც უარყოფითად აისახება.

 

„დღეს კიდევ ერთხელ გაუფასურდა თურქული ლირა და 1 აშშ დოლარი უკვე 15,60 ლირა ღირს (შედარებისთვის, სექტემბერში 1 აშშ დოლარი 8,50 ლირა ღირდა).

 

რეალურად, ვხედავთ თურქეთის მოსახლეობის სწრაფ გაღარიბებას და ეკონომიკურ სტაგნაციას (რომელიც გრძელვადიანია).

 

ეს კი ამ ეტაპზე ჩვენთვის ნიშნავს:

 

ვხედავთ, რომ ახალგაზრდებს ერთი სწრაფვა აქვთ, წავიდნენ აქედან, რადგან არავის უნდა, სიძულვილისა და ბოღმის ქვეყანაში იცხოვროს - სალომე ზურაბიშვილი
2021-12-16ვხედავთ, რომ ახალგაზრდებს ერთი სწრაფვა აქვთ, წავიდნენ აქედან, რადგან არავის უნდა, სიძულვილისა და ბოღმის ქვეყანაში იცხოვროს - სალომე ზურაბიშვილი

 

– თურქეთში მომუშავე ქართველების ერთი ნაწილის საქართველოში დაბრუნებას (შესაბამისად ვალუტის შემოდინების შემცირებას), მეორე ნაწილის კი ევროპაში სამუშაოდ გადასვლას;

 

– თურქული მხარის მსყიდველობითუნარიანობის კლების გამო ქართული პროდუქციის თურქეთში ექსპორტის შემცირებას (ანუ უფრო ნაკლები მყარი ვალუტა შემოვა საქართველოში);

 

– პირდაპირი თურქული ინვესტიციების მოცულობის შემცირებას საქართველოს ეკონომიკაში;

 

– უფრო ნაკლებ თურქ ტურისტს საქართველოში (ანუ ისევ მყარი ვალუტის კლებას).

 

„ომიკრონის
2021-12-16„ომიკრონის" პირველი სავარაუდო შემთხვევა საქართველოში - ლუგარი რამდენიმე საეჭვო ნიმუშს იკვლევს

 

ზოგადად, ასეთი სიტუაციები შესაძლებლობებსაც წარმოშობს ხოლმე მეზობელი ქვეყნებისთვის. მაგალითად, შეგიძლია მოიზიდო იმ დასავლური ინვესტიციების ნაწილი მაინც, რომელიც თურქეთიდან გასვლას აპირებს.

 

მაგრამ მხოლოდ იაფი მუშახელით ეგ ვერ მოხდება ვერც ჩვენთან და ვერც სხვაგან (რომ ხერხდებოდეს, სირია და ავღანეთი გაივსებოდა ინვესტიციებით).

 

ამ შემთხვევაში მინიმუმ სასამართლო სისტემა მაინც უნდა გქონდეს დამოუკიდებელი, რომ ინვესტორს ფულის დაკარგვის არ შეეშინდეს. მაგრამ არც ეს გვაქვს.

 

ამიტომ ვართ იქ, სადაც ვართ.

 

თურქეთში კი ეკონომიკური სირთულეები გაგრძელდება, რაც არაერთ პრობლემას შექმნის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ და ეს თემა კიდევ არაერთხელ შეგვახსენებს თავს“, – წერს ზურაბ ბატიაშვილი.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X