09:32 | 2021-12-17 ავტორი: Prime Time

შესაძლოა მე-6 ტალღის დაწყება დაჩქარდეს – რა საფრთხეებზე საუბრობენ ეპიდემიოლოგები 

შესაძლოა მე-6 ტალღის დაწყება დაჩქარდეს – რა საფრთხეებზე საუბრობენ ეპიდემიოლოგები 

ეპიდვითარებას კვლავ მძიმედ აფასებენ სპეციალისტები. ეპიდემიოლოგები არ გამორიცხავენ, რომ სადღესასწაულო პერიოდში მობილობის გაზრდამ ქვეყანაში “ომიკრონ” შტამის სწრაფი გავრცელება და მეექვსე ტალღის დაწყება დააჩქაროს.

დღეს ბარბარობაა
2021-12-17დღეს ბარბარობაა

რისკების შესამცირებლად ისინი მოსახლეობას იმუნიზაციის პროცესში აქტიურად ჩართვასა და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

 

„მდგომარეობა ისევ ძალიან საყურადღებოა და ინფიცირებულთა მატება ისევ აღინიშნება. სამწუხაროდ, ძალიან დიდია ლეტალობის მაჩვენებლები. თუ დაფიქსირდება “ომიკრონის” შტამი, რა თქმა უნდა, გვმართებს რეგულაციების დაცვა და ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურება, რამდენადაც მკვეთრად არ მოხდეს ინფიცირებულთა რიცხვის მატება, რამაც შემდგომში შეიძლება გამოიწვიოს კიდევ უფრო გადატვირთვა ჰოსპიტალური ქსელის და არ დადგეს ე.წ. მეექვსე ტალღა,”- აცხადებს პროფესორი მაკა ბულეიშვილი.

ავტორი: Prime Time

X