
ფილმის “მეოთხე ბრაიტონი”, რომელიც “ოსკარზე” უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში საქართველოს სახელით არის წარდგენილი, პირატული ვერსია, პირველად, ერთი თვის წინ გავრცელდა.
რუსულ ენაზე დუბლირებული ვერსიების დევნა და გაუქმება, ფილმის რეჟისორმა რახანია დაიწყო, თუმცა პრობლემის საბოლოო აღმოფხვრა, ჯერ ვერ მოახერხა.
სანამ ლევან კოღუაშვილი შეიტყობს, მოხვდა თუ არა “მეოთხე ბრაიტონი” “ოსკარზე” წარდგენილ ფილმთა მოკლე სიაში, მანამ პირატულ ვერსიებზე გვესაუბრება.

ლევან კოღუაშვილი: საშინელ დუბლირებას აკეთებენ, რუსულ ენაზე, უხარისხოდ გადაწერილს… ჩრდილოვანი დიდი ინდუსტრიაა, დიდ ფულს აკეთებენ.
ვწერ განცხადებებს, ვხურავ ამ საიტებს და ვარ ამ დღეში. რესურსი ხომ გინდა?! ცალკე ადამიანი უნდა, რომელიც მუდმივად გააკონტროლებს. მყავს თანამშრომელი, რომელიც ამ საკითხით არის დაკავებული.
ერთ გვერდს დახურავ, მეორე იხსნება. სოკოებივით ჩნდებიან.
უკვე ბევრმა ნახა, რადგან ამ პირატულ ვერსიებს ბევრი გაზიარება ჰქონდა.
ამასობაში ჩვენ ძალიან ვზარალდებით.
– და რა ხდება ფილმისკენ, როდის ცხადდება უკვე წარდგენილ ფილმთა სია?
– 21 დეკემბერს ირკვევა შორთ ლისტის ამბავი. ვნახოთ…























