21:13 | 2020-04-08 ავტორი: Prime Time

მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები დროული იყო და ციფრებიც ამას მეტყველებს – Galt & taggart-ის დირექტორი

მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები დროული იყო და ციფრებიც ამას მეტყველებს – Galt & taggart-ის დირექტორი

„მნიშვნელოვანია, რომ უკვე, ამ ეტაპზე, ვიწყებთ ფიქრს, თუ რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკას უკვე პოსტკრიზისულ მდგომარეობაში“, – ამის შესახებ Galt & taggart-ის მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლების ვიდეოკონფერენციის შემდეგ განაცხადა.

 

ოთარ შარიქაძემ დადებითად შეაფასა მთავრობის ინიციატივა, რომ ის მზად არის ერთობლივ მუშაობაზე. მისივე თქმით, შეხვედრის მონაწილეები პოზიტიურად შეხვდნენ აღნიშნულ მიდგომას.

 

Galt & taggart-ის მმართველმა დირექტორმა ყურადღება გაამახვილა იმ პროგრამებზე, რაზეც ახლა მიმდინარეობს მუშაობა და ხაზი გაუსვა, რომ ყველაფერი კეთდება, რათა ნაკლებად მტკივნეულად გადაიტანოს საქართველომ ეს გლობალური კრიზისი.

 

„მნიშვნელოვანია, რომ დავგეგმოთ ის ნაბიჯები, რომლის გადადგმაც მოგვიწევს და შეიძლება დღესვე მოგვიწიოს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა.

 

როდესაც ეკონომიკა გაიხსნება, ახალ რეალობას დავხვდებით და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

 

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, რომ შედგა ეს კომუნიკაცია, სადაც ჩართულები იყვნენ სხვადასხვა ტიპის ექსპერტები.

 

გამოითქვა სურვილი და მზად ვართ, უფრო აქტიურად ჩავერთოთ, რათა მაქსიმალურად მხარში დავუდგეთ სამთავრობო გუნდს“, – განაცხადა ოთარ შარიქაძემ.

ავტორი: Prime Time

X