17:36 | 2021-12-18 ავტორი:

არ განვიხილავ, ეს იქნებოდა ძალიან დიდი შეცდომა – რაზე საუბრობს თეა წულუკიანი

არ განვიხილავ, ეს იქნებოდა ძალიან დიდი შეცდომა – რაზე საუბრობს თეა წულუკიანი

არ განვიხილავ, ეს იქნებოდა ძალიან დიდი შეცდომა – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ეროვნული შერიგების პროცესში ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

 

 

მისი თქმით, შერიგების იდეა თავისთავად კეთილშობილური ინიციატივაა.

 

“არ განვიხილავ, ეს იქნებოდა ძალიან დიდი შეცდომა. შერიგების იდეა თავისთავად კეთილშობილური ინიციატივაა, თუმცა მე ვირჩევ, რომ დავაკვირდე პროცესებს იმიტომ რომ ძალიან რთულად წარმომიდგენია ამ პროცესის შედეგი რა შეიძლება იყოს, თუმცა რა თქმა უნდა როგორც პრეზიდენტმა თავად ბრძანა შერიგება ვერ იქნება პროცესის დასაწყისი, ეს უნდა იყოს იდეალურ შემთხვევაში პროცესის დასასრული,” – განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

ავტორი:

X