18:59 | 2021-12-20 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„არასდროს ისეთი უსუსური არ ხარ, როდესაც მშობელს დატოვებ სასაფლაოზე…“ – ნინო სამყურაშვილის ემოციური პოსტი

„არასდროს ისეთი უსუსური არ ხარ, როდესაც მშობელს დატოვებ სასაფლაოზე…“ – ნინო სამყურაშვილის ემოციური პოსტი

ჟურნალისტი ნინო სამყურაშვილი გარდაცვლილ დედაზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს. როგორც ირკვევა, დედა, თინათინ გრატიაშვილი 7 წლის წინ მძიმე დაავადებას ემსხვერპლა.

 

„დე, 7 წელი უშენოდ და არც ერთი დღე შენს გარეშე, 20 დეკემბერს – ყველაზე გრძელი და ბნელი ღამე, აღარ გათენდა შენთვის.

 

ათასი სისულელით თავს ვინუგეშებ, რომ ისე მივედით ბოლომდე მძიმე ტკივილი (რაც სიმსივნეს თან ახლავს) არ ჰქონია, ან კიდევ ბოლო წამამდე გონება არ დაუკარგავს, არადა როგორი უსუსური ხარ – სიცოცხლე უნდოდა, შენი იმედი ჰქონდა და ვერ გადაარჩინე. ვერაგმა დაავადებამ, სიმსივნემ გვაჯობა.

May be an image of 3 people, child, people standing and outdoors

არასდროს ისეთი საბრალო და უსუსური არ ხარ, როდესაც მშობელს დატოვებ სასაფლაოზე და სახლში უნდა დაბრუნდე. რატომ ვწერ ამას? იმიტომ კი არა, რომ ვინმეს შეეცოდო ან განუგეშოს… ანდა კიდევ ტკივილი სადმე გაივლის… არა, რა თქმა უნდა, უბრალოდ, ისე აღარაფერი იქნება, როგორც იქამდე იყო… ხანდახან კი არ ვაფასებთ (თუნდაც მძიმე ყოველდღიურობისა თუ სხვა მიზეზის გამო) ჩვენ გვერდით ყველაზე მთავარ სიმდიდრეს, როცა საყვარელი ადამიანები ჩვენ გვერდით არიან… ვიდრე არიან გულში ჩაიკარით და მათი ყველა ზარი თუ გაუთავებელი შეკითხვები – თბილად ჩაცმაზე თუ ნელა იარეზე – ყველაზე საყვარელ ფრაზებად აქციეთ.

 

პ. ს. დედას სიკეთეს მე ვერ გადავიხდი, პირიქით, ყოველთვის ბოდიშს ვეტყვი, რომ ვერ გადავარჩინე. ჩემს სადებიუტო წიგნში კი დედა სულ დარჩება, პირველ გვერდზე მთავარი წარწერით: დედას, თინათინ გრატიაშვილს“, – წერს ჟურნალისტი.

May be an image of text

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X