18:40 | 2021-12-21 ავტორი: Prime Time

მიხეილ სააკაშვილი, მისი გათავისუფლების მოთხოვნით, პარტიის ლიდერებისგან შიმშილობის დაწყებას ითხოვს

მიხეილ სააკაშვილი, მისი გათავისუფლების მოთხოვნით, პარტიის ლიდერებისგან შიმშილობის დაწყებას ითხოვს

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი თანაპარტიელებისგან შიმშილობის დაწყებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტიას და მის მხარდამჭერ რამდენიმე ორგანიზაციას, მათ შორის მედიას, დაფინანსება შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაცია „კურიერისთვის“ გახდა ცნობილი.

 

მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს მისი გათავისუფლების მოთხოვნით, უფრო ქმედითი და რადიკალური ნაბიჯების გადადგმას სთხოვს, მათ შორის შიმშილობის დაუყოვნებლივ დაწყებას.

 

ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარტია მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმის საპასუხოდ.

ავტორი: Prime Time

X