18:15 | 2021-12-22 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ვარკეთილში მამაკაცმა ხუთი თვის ორსული მეუღლე მოკლა

ვარკეთილში მამაკაცმა ხუთი თვის ორსული მეუღლე მოკლა

მკვლელობა მოხდა ვარკეთილში. ახალგაზრდა მამაკაცმა ხუთი თვის ორსული მეუღლე მოკლა. ქალს სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.

 

„კურიერის“ ინფორმაციით მამაკაცი უკვე დაკავებულია. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მამაკაცს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

 

კურიერის გადამღები ჯგუფი დანაშაულის ადგილზე მუშაობს და დამატებით დეტალებს კურიერის 9 საათიან გამოშვებაში გაიგებთ.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X