
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოშიმშილეებს აშანტაჟებს.
მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ 200 ადამიანი ბელადის შანტაჟის გამო შიმშილობს, არის ტრაგიკომიკური მოვლენა.
“შიმშილობა არის ყველას პოლიტიკური უფლება. მათ შეუძლიათ, ეს უფლება გამოიყენონ, თუმცა ძალიან სამწუხაროა, როცა ბელადის შანტაჟით იწყებს 200 ადამიანი შიმშილობას. ეს არის სამწუხარო მოვლენა, რაც პოლიტიკას არ წაადგება, თუმცა ეს მათი გადაწყვეტილებაა. ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები ბელადის შანტაჟით შიმშილობენ. ის ფაქტი, რომ 200 ადამიანი ბელადის შანტაჟის გამო შიმშილობს, არის ტრაგიკომიკური მოვლენა,” – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისთან გაშლილ კარვებში პარტიის წევრები და მხარდამჭერები პროტესტის ნიშნად შიმშილობენ. მათი მთავარი მოთხოვნაა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლონ.
ნახეთ სხვა სიახლეები:






















