10:51 | 2021-12-23 ავტორი: Prime Time

2164 ინფიცირებული და 68 გარდაცვლილი – 23 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა

2164 ინფიცირებული და 68 გარდაცვლილი – 23 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 437 კვლევა ტესტით, მათ შორის 25 020 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 417 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 164 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 918 641-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.98%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.43% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.94%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 767 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 873 178.

 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 289 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 164 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 074 შემთხვევა, აჭარა – 149, იმერეთი – 291, ქვემო ქართლი – 89, შიდა ქართლი – 142, გურია – 79, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 113, კახეთი -111, მცხეთა-მთიანეთი -70, სამცხე-ჯავახეთი – 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -20.

 

ავტორი: Prime Time

X