
შეცდომა იცით რა არის? რისი გამოსწორებაც შეიძლება. დამიბრუნოს ჩემი შვილი და ნამდვილად ვაპატიებ ყველაფერს, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში – „თავისუფალი სივრცე“ – განაცხადა.
„ეს აბსურდია. შეცდომები კი არა, გამოუსწორებელი დანაშაულები აქვს ჩადენილი. რამდენი ბიჭი გაჟლიტა ქუჩაში. მიზანმიმართულად ხოცავდა. უპირველეს ყოვლისა, ჩემს უბედურებას სააკაშვილის ვაბრალებ. მან პირდაპირ გასცა ბრძანება, პოლიციას ყველაფრის უფლება მისცა. ხელი არ აგიკანკალდეთ, ადგილზე ესროლეთ და მოკალითო. ამას მე ხომ არ ვიგონებ? ჩანაჩწერებია,“- ამბობს ია მეტრეველი.






















