19:50 | 2021-12-26 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

„ომიკრონი“ 3 წლის ბავშვს დაუდასტურდა

„ომიკრონი“ 3 წლის ბავშვს დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ამჟამად ქვეყანაში „ომიკრონის“ 51 შემთხვევაა დადასტურებული.

 

მისივე თქმით, „ომიკრონი“ 3 წლის ბავშვს დაუდასტურდა.

 

„დღევანდელი მონაცემებით, „ომიკრონის“ 51 შემთხვევაა ქვეყანაში ლაბორატორიულად დაფიქსირებული, ასევე, კვლევაშია კიდევ რამდენიმე ათეული შემთხვევა. 18 წლამდე 5 ბავშვი გახლავთ, აქედან ერთი არის სტაციონარში, მაგრამ მას ძირითადი, სხვა დაავადება აქვს, ამის გამოა სტაციონარში და არა „ომიკრონით“ ინფიცირების გამო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X