
იურიდიულ საკითხთა სხდომაზე, სადაც ირაკლი შოთაძეს უნდა მოუსმინონ ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სხდომაზე ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა ბიძინა ივანიშვილის ნიღბებით შევიდნენ.
მათ დეპუტატებს სპეციალური ფოტოები დაურიგეს.
„ყველაზე მთავარია, რომ მათ ყოველ ჯერზე დაუძახებენ სახელს, ეს არის მონობა. დღეს ყველას გვესმის, რომ ეს შენობა და პოლიტიკური პროცესი არის მიტაცებული, თუმცა ვერ მიიტაცებენ ჩვენი პროტესტის გრძნობას“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ცნობისთვის, პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.






















