21:57 | 2021-12-27 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ციციშვილის კლინიკაში „ომიკრონით“ ინფიცირებული დედა-შვილი მკურნალობს – როგორი მათი მდგომარეობა

ციციშვილის კლინიკაში „ომიკრონით“ ინფიცირებული დედა-შვილი მკურნალობს – როგორი მათი მდგომარეობა

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში „ომიკრონის“ შტამით ინფიცირებული დედა-შვილი მკურნალობს. ისინი დანარჩენი პაციენტებისგან იზოლირებულ პალატაში იმყოფებიან. მათ საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვთ.

 

„ბავშვს ჰქონდა ქრონიკული დაავადება, რის გამოც რისკჯგუფში გადიოდა და დედასთან ერთად შემოვიდა. ამის მერე მოხდა „პისიარით“ გადამოწმება, რადგან უცხოეთში სამკურნალოდ იმყოფებოდა ეს ბავშვი, ჩამოსული იყო უცხოეთიდან. ბავშვის მდგომარეობა არ არის მძიმე, ყველა პარამეტრი ნორმის ფარგლებშია. რამდენიმე დღე კიდევ იქნება დაკვირვების ქვეშ და თუ ასე გაგრძელდება, სავარაუდოდ ​გავწერთ ბინაზე. ეს ბავშვი თავიდანვე იზოლირებულად იმყოფებოდა. დედაც ინფიცირებულია. ერთად წვანან. ამ ბავშვს სხვა კლინიკური მონაცემები არ ჰქონდა, უბრალოდ მივიდა კონსულტაციაზე ერთ-ერთ კლინიკაში და იქ დადასტურდა ცხელება, ტესტი გაუკეთდა, დადასტურდა. მაგრამ შტამის დადასტურება იმ წუთსვე ხომ არ ხდება“, – განაცხადა საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მაია ჩხაიძემ.

 

დედა-შვილი კლინიკაში 22 დეკემბერს მოათავსეს. ამ დრომდე, „ომიკრონის“ 51 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X