14:05 | 2020-04-09 ავტორი: სალომე ნეფარიძე

არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია – შს მინსიტრი სააღდგომო ლიტურგიაზე

არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია – შს მინსიტრი სააღდგომო ლიტურგიაზე

„ალბათ, შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია“, – ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებაზე საუბრისას განაცხადა.

 

„რომ გითხრათ, ამ თემაზე ბოლომდე შევჯერდით საპატროარქოსთან რომ ასე გადავწყვიტეთ-თქო, არა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ შევჯერდებით ისე, რომ არც კანონი დაირღვეს და მომლოცველები მოვიდნენ და ილოცონ.

 

შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია. საპატრიარქო ძალიან კარგად გვეთანამშრომლება, ერთად ვმუშაობთ ამ პრობლემის წინაშე.

 

გვერდში გვიდგანან მეუფეებიც, უწმინდესიც და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საპატრიარქოს გვერდში დგომისთვის“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

შეკითხვას, სააღდგომო ღამისთევაზე მისული მრევლი დაჯარიმდება თუ არა, ვახტანგ გომელაურმა ასე პასუხობს:

 

„კანონს ესენი არ არღვევენ და ყველაზე კარგად იცავენ, მერწმუნეთ, თუნდაც ეკლესიაში იმ დისტანციას, რასაც თუნდაც ჩვენ ახლა ვარღვევთ, სამწუხაროდ.

 

მე ხაზი გავუსვი, რომ შევთანხმდებით საპატრიარქოსთან. თვითონ მეუფეებიც მოუწოდებენ, დაჯარიმდებით და ნუ დაარღვევთ კანონსო“

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X