23:26 | 2021-12-27 ავტორი: თამთა თორდია

„სამოტივაციო ბარათები, მოწყენილი ადამიანებისთვის“… – ვინ არის ქალი, რომელიც ადამიანების ცხოვრებას ცვლის

„სამოტივაციო ბარათები, მოწყენილი ადამიანებისთვის“… – ვინ არის ქალი, რომელიც ადამიანების ცხოვრებას ცვლის

პერსონალური ქოუჩი, თამუნა ბოკერია სოციალურ ქსელში ფოტოებსა და ემოციურ წერილს აქვეყნებს.  ის თბილისი  მეტროში დადის და ადამიანების განაწყობაზე ზრუნავს.

 

თამუნა ბოკერია „პრაიმტაიმთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ სიყვარულით სავსე ფიქრებს, განცდებს სასწაული შეუძლიათ.

 

„მინდა, ყოველდღე არსებობდეს მიზეზი, რომ უფრო მეტი გავიღიმოთ, უფრო მეტად მადლიერები ვიყოთ საკუთარი თავისა და გარშემომყოფების, უბრალოდ, უფრო მეტად ლაღები მინდა, ვიყოთ…. მეტი სიყვარული ვაჩუქოთ ერთმანეთს.

 

 

არ შეგვეშინდეს და გავბედოთ კარგად ყოფნა. ჩემს მსმენელებთან ყოველდღიურად ვმუშაობ მოტივაციაზე, თუმცა ეს არ არის საკმარისი, რადგან რაც შეიძლება მეტ ადამიანს მინდა ვუთხრა, რომ თქვენ შეგიძლიათ, ყოველი დღე გახადოთ წინაზე უკეთესი, თუ ამას ირწმუნებთ და თუ იმოქმედებთ… ხშირად გაიხსენეთ საკუთარი გამარჯვებები. ხშირად იყავით საკუთარი თავის მადლიერნი, ხშირად ჰკითხეთ საკუთარ თავს – „რა მსურს მე?!”

 

ხშირად გაიღიმეთ, რადგან არ არსებობს პრობლემა, რომელიც არ არის შესაძლებლობა… ხშირად გაუგზავნეთ სიყვარული საკუთარ თავს და გარშემომყოფებს სიყვარულით სავსე ფიქრებსა და განცდებს სასწაული შეუძლიათ.

 

 

დღეს გადავწყვიტე, გამეზიარებინა დადებითი ემოციები და მცირედი მოტივაცია მიმეცა მათთვის, ვისაც შევხვდებოდი ქუჩაში და მეტროში დავარიგე სამოტივაციო გზავნილები.

 

 

ცოტას ვღელავდი, თუმცა სიხარული აბალანსებდა ამ ღელვას, სიხარული იმისა, რომ მჯერა, რომ ერთი ადამიანის ცხოვრებას მაინც დაამოტივირებს ჩემი 307 გზავნილიდან ერთ-ერთი.  თავიდან აკვირდებოდნენ რა იყო?! შემდეგ ძალიან ბევრმა გამომართვა.

 

 

იყო ისეთიც, რომ უარი მითხრა. მესმის. პირბადის პირობებში ღიმილი თვალებიდან ჩანს და ბევრი ადამიანის თვალებში ვნახე ეს.

 

იყო მადლიერება, იყო გაუცხოებაც. განსაკუთრებულად ერთი კადრი მიდგას თვალში – ბიჭი რომელსაც ესკალატორზე მივეცი ბარათი, საკმაოდ ჩაფიქრებული და მოწყენილი იყო…

 

 

შემდეგ ჩემი ვაგონიდან მეორე ვაგონში მოვკარი მას თვალი, ხელში ეჭირა გზავნილი და დაჰყურებდა. სულ სამი წინადადება გადავეცი, მაგრამ მთელი გზა კითხულობდა… ემოციური დღე იყო ჩემთვის, აუცილებლად გავიმეორებ მრავალჯერ, ამ ქმედებას. ჩვენ ერთად შევძლებთ, სულ პატარა, მცირე ნაბიჯებით, ვიყოთ უფრო ლაღები და მეტი სიხარული აღმოვაჩინოთ საკუთარ თავში.

 

 

 

თბილისის მეტროში გამოჩნდება ქალი, რომელიც მგზავრების კარგ განწყობაზე იზრუნებს

 

 

ავტორი: თამთა თორდია

X